მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დღეიდან Lufthanza-მ რეგულარული ფრენები განაახლა

5f27bfa58128a
ვიქტორია მღებრიშვილი
03.08.20 11:35
7392
3 აგვისტოს, გერმანულმა ავიაკომპანია Lufthansa საქართველოს მიმართულებით რეგულარულ ფრენები განაახლა - ამის შესახებ ინფორმაციას TAV Georgia ავრცელებს.

მათივე ცნობით, მიუნხენიდან თბილისში 188 მგზავრი ჩამოფრინდა, ხოლო თბილისიდან მიუნხენის მიმართულებით 156 მგზავრი გაემგზავრა. აეროპორტში მოსულ მგზავრებს, ტავის ბრენდირებული პირბადეები დაურიგდათ.



TAV Georgia-ს ინფორმაციით, ავიაკომპანია რეისებს Airbus A319 ტიპის საჰაერო ხომალდით, კვირაში ორი სიხშირით, შემდეგი განრიგით განხორციელდება:

- მიუნხენი – თბილისის მიმართულებით ყოველ ხუთშაბათსა და კვირას;
- თბილისი – მიუნხენის მიმართულებით ყოველ ორშაბათსა და პარასკევს.