მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დღეიდან ლუვრის მუზეუმმა ფუნქციონირება განაახლა

5f0320418a0f4
ნათია თაქთაქიშვილი
06.07.20 17:37
1097
დღეიდან ლუვრის მუზეუმი გაიხსნა, თუმცა მუზეუმის გალერეების მესამედი ჯერ კიდევ დაკეტილი რჩება. ამის შესახებ ინფორმაციას France 24-ი ავრცელებს.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვების გამო მუზეუმი თითქმის ოთხი თვე იყო დაკეტილი და შედეგად, ზარალმა 40 მილიონი ევრო შეადგინა.

მუზეუმის ისეთი ცნობილი ექსპონატები, როგორიცაა ლეონარდო და ვინჩის “მონა ლიზა”, ღია იქნება მნახველებისთვის, თუმცა უფრო პატარა გალერეები, რომლებშიც დისტანციის დაცვა რთულია, დაკეტილია. მნახველების თავშეყრის თავიდან ასაცილებლად და სოციალური დისტანციის დასაცავად მიღებული წესების გამო მუზეუმის სტუმრები “მონა ლიზასთან” სელფების გადაღებას ვეღარ შეძლებენ. 

გასულ წელს ლუვრის სტუმართა 70% უცხოელი ტურისტი იყო.  ლუვრის მუზეუმის დირექტორის ჟან-ლუკ მარტინეზის განცხადებით, ტურიზმზე დაწესებული შეზღუდვების გამო მნახველთა რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდება. ვიზიტორების რაოდენობის გასაზრდელად მუზეუმის დირექტორს სურს, ლუვრი უფრო მიმზიდველი თავად ფრანგებისთვის გახადოს.