მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დღეიდან მელიქიშვილის ქუჩა კვირის ბოლომდე კვლავ სრულად ჩაიკეტება - მერია

6387087094882
ვიქტორია მღებრიშვილი
30.11.22 11:43
866
დღეს, 24:00 საათიდან მელიქიშვილის ქუჩა კვირის ბოლომდე კვლავ სრულად ჩაიკეტება - ამის შესახებ თბილისის მერმა დედაქალაქის მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა და ქუჩის ჩაკეტვის მიზეზად ის დასკვნითი სამუშაოები დაასახელა, რომელიც რეაბილიტაციის ფარგლებში იყო გათვალისწინებული.

კახა კალაძემ აღნიშნა, რომ ამ პერიოდის განმავლობაში, საავტომობილო გადაადგილება კვლავ იმგვარად მოეწყობა, როგორც ქუჩის რეაბილიტაციის დაწყების პირველ დღეებში იყო.

„მელიქიშვილის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასასრულს უახლოვდება, ამ კვირაში ბოლომდე გვინდა დავასრულოთ ის სამუშაოები, რომელიც დარჩენილია - ეს მელიქიშვილზე ასფალტის ბოლო ფენის დაგებაა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. საკომუნიკაციო ჭის თავები ნიშნულზე გასწორებულია და გვაქვს შესაძლებლობა, რომ დაიგოს ბოლო საფარი.

შესაბამისად, აღნიშნული სამუშაოების გამო კვირის ბოლომდე მელიქიშვილის სრულად ჩაკეტვა მოგვიწევს. გუშინ გადაკეტილი იყო ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორია. აღნიშნულ ტერიტორიაზე სამუშაოები დასრულდებულია და მოძრაობა სრულად აღდგა. დღეს 24:00 საათიდან აღნიშნული ქუჩა ჩაიკეტება და მოძრაობა შესაძლებელი იქნება, როგორც სამუშაოების პირველ დღეებში იყო ვარაზის ხევი იქნება გაორმხრივებული, ჭავჭავაძიდან ჩამომავალი ავტომობილები ვარაზის ხევზე ჩასვლას შეძლებენ. რა თქმა უნდა, ეს დროებითია, კვირის ბოლომდე მოგვიწევს დროებით ჩაკეტვა, სანამ მოასფალტება არ დასრულდება. რამდენიმე დღეც და თბილისის მოსახლეობას დაბრკოლებებს აღარ შეუქმნის. მესმის, რომ დისკომფორტია, თუმცა რომ დასრულდება გადაადგილება თავისუფალი იქნება“, - განაცხადა მერმა.