01.სექტემბერი .2020 10:01

დღეიდან მშობლებს არასრულწლოვნის უძრავ/მოძრავი ქონების განსაკარგად სასამართლოს თანხმობა სჭირდებათ

views 401
უკან

დღეიდან მშობლებს არასრულწლოვანი შვილების უძრავ/მოძრავი ქონების განსაკარგად სასამართლოს თანხმობა სჭირდებათ.
შესაბამისი ცვლილება სამოქალაქო კოდექსში უკვე შევიდა და ის დღეიდან ამოქმედდება. ცვლილება არამხოლოდ დეპოზიტს, არამედ არასრულწლოვნის საკუთრებაში არსებულ მოძრავ და უძრავ ქონებასაც ეხება.

კერძოდ, სამოქალაქო კოდექსში უკვე გაჩნდა შემდეგი სახის ჩანაწერები:

“ბავშვის საკუთრებაში არსებული 1 000 ლარზე მეტი ღირებულების მოძრავი ნივთის მისი მშობლის ან სხვა კანონიერი წარმომადგენლის მიერ განკარგვა დასაშვებია ბავშვის საუკეთესო ინტერესების შესაბამისად, სასამართლოს თანხმობის საფუძველზე”.

"ბავშვის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის მისი მშობლის ან სხვა კანონიერი წარმომადგენლის მიერ განკარგვა დასაშვებია ბავშვის საუკეთესო ინტერესების შესაბამისად, სასამართლოს თანხმობის საფუძველზე".

მშობლები არასრულწლოვანი შვილის უძრავ ქონებას სასამართლოს თანხმობის გარეშე ვეღარ გაყიდიან

საბავშვო ანაბრიდან თანხის გასატანად მშობელს სასამართლოს თანხმობა დასჭირდება

 

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა