04.სექტემბერი .2019 09:06

დღეიდან პარლამენტი მინისტრთა კაბინეტის ახალი შემადგენლობის მოსმენას იწყებს

views 157
უკან

დღეიდან საქართველოს პარლამენტი გიორგი გახარიას თავმჯდომარეობით მინისტრთა კაბინეტის ახალი შემადგენლობის მოსმენას იწყებს. დღეს პარლამენტში სხვადასხვა კომიტეტზე მოუსმენენ: საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატს დავით ზალკალიანს; განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრობის კანდიდატს მიხეილ ბატიაშვილს; ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრობის კანდიდატს ეკატერინე ტიკარაძეს.

მოსმენები 10:00, 13:00 და 14:00 საათზეა ჩანიშნული.

შეგახსენებთ, რომ პრემიერმინისტრის კანდიდატად შს ყოფილი მინისტრი გიორგი გახარია წარადგინა პარტია “ქართული ოცნების” თავმდჯომარემ ბიძინა ივანიშვილმა. თავის მხრივ, გახარიამ თქვა, რომ მინისტრთა კაბინეტში გარკვეული ცვილებები იქნება. მთავრობას უბრუნდება ირაკლი ღარიბაშვილი, ის თავდაცვის მინისტრის პოსტს დაიკავებს, ასევე ვახტანგ გომელაური სუს-იდან შს სამინისტროში გადაინაცვლებს.

მომდევნო დღეებში პარლამენტი მინისტრობის სხვა კანდიდატებასაც მოუსმენს, 8 სექტემბერს კი პარლამენტის პლენარული სხდომაა დანიშნული, რომელზეც საქართველოს მთავრობისათვის ნდობის გამოცხადების საკითხის განხილვა მოხდება.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა