მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დღეიდან პეკინის გამზირზე 26 მაისის მოედნის მიმართულებით სატრანსპორტო მოძრაობა იზღუდება

5fa690e03ce6d
BM.GE
08.11.20 00:20
2389
თბილისის მერია, საბურთალოს რაიონში, პეკინის გამზირიდან 26 მაისის მოედნის მიმართულებით, გზის რეაბილიტაციას იწყებს.

კერძოდ, გზის კაპიტალური სამუშაოები პეკინის გამზირის N4 - დან 26 მაისის მოედნის მიმართულებით, ბალანჩივაძის ქუჩამდე მონაკვეთში განხორციელდება.

ინფორმაციას ამის შესახებ თბილისის მერია ავრცელებს.

დაგეგმილი სამუშაოების გამო, აღნიშნულ მონაკვეთში დღეიდან 15 ნოემბრამდე, საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება.