10.სექტემბერი .2020 00:15

დღეიდან პეკინსა და მის მიმდებარე ქუჩებზე საათობრივ-ზონალური პარკირების სისტემა ამოქმედდება

views 494
უკან

დღეიდან საათობრივ-ზონალური პარკირების სისტემა პეკინსა და მის მიმდებარე ქუჩებზე ამოქმედდება. განმარტება, თუ ვისთვის იქნება ფასიანი და ვისთვის - უფასო პარკირების სისტემით სარგებლობა, დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ გააკეთა.

„ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა 10 სექტემბრიდან პეკინის გამზირისა და მიმდებარე ქუჩებზე დაინერგება. მოსახლეობამ უნდა მიმართოს იქ განთავსებულ საინფორმაციო ჯიხურებს, სადაც ექნებათ შესაძლებლობა საკუთარი ავტომობილები დაარეგისტრირონ, რადგან ამ ქუჩაზე მცხოვრები ადამიანებისთვის, სადაც ზონალურ-საათობრივი პარკირება შემოდის, ავტომობილების გაჩერება იქნება უფასო ყოველგვარი გადასახადის გარეშე, ხოლო მოსულ სტუმრებს 15 წუთი ექნებათ უფასო, ხოლო საათის ღირებულება იქნება 1 ლარი", – აღნიშნა კალაძემ. 

გარდა ამისა, მისივე თქმით, პარკირება უფასო იქნება შშმ პირთათვის, ვისაც ელექტრომობილები ჰყავს და ასევე, A კატეგორიის ტაქსის მძღოლებისთვის, რისთვისაც სპეციალური სივრცეები იქნება განკუთვნილი.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა