01.ივლისი .2020 14:04

დღეიდან პოლიციელებს ხელფასი 125 ლარით გაეზარდათ

views 407
უკან

2020 წლის 1 ივლისიდან პოლიციელებს ხელფასი 125 ლარით გაეზარდათ.  როგორც bm.ge-ის შს სამინისტროდან აცნობეს, ამ ეტაპისთვის დანერგილია ანაზღაურებადი სტაჟირების სისტემა, რაც სამინისტროში ახალი და მოტივირებული კადრების მოზიდვას ემსახურება.

„გარდა ამისა, სამინისტროში აქტიურად მიმდინარეობს ინფრასტრუქტურული განახლების პროცესი, რაც თანამშრომლების სამუშაო პირობების გაუმჯობესებაზეა ორიენტირებული.

სისტემაში განხორციელებული აქტივობები სამინისტროს თანამშრომლების სამუშაო პირობების კიდევ უფრო გაუმჯობესებას და მოტივაციის ამაღლებას ემსახურება“, - ნათქვამია სამინისტროს ინფორმაციაში.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა