27.აპრილი .2020 09:40

დღეიდან ქალაქებს შორის გადაადგილების შეზღუდვა ორი დღით მოიხსნება

views 404
უკან

როგორ ცნობილია, 15 აპრილის 21:00 საათიდან აიკრძალა ქ. თბილისში, ქ. რუსთავში, ქ. ბათუმში და ქ. ქუთაისში შესვლა და ამ ქალაქებიდან გასვლა.

დღეს, 27 და ხვალ, 28 აპრილს, საგამონაკლისო წესით, დასაშვებია ზემოაღნიშნულ ქალაქებში შესვლა და ამ ქალაქებიდან გასვლა მხოლოდ იმ პირებისთვის, რომლებიც გადაადგილდებიან ფაქტობრივ საცხოვრებელ მისამართზე დაბრუნების მიზნით.

ამ ქალაქებში შესვლა და გასვლა, რეგისტრირებულ მისამართზე დაბრუნების მიზნით, შესაძლებელია ნებისმიერ დროს.
სხვა მიზნებით ამ ქალაქებში შესვლა და გასვლა კვლავ აკრძალულია.

კომენდანტის საათის მოქმედება რჩება ძალაში.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა