მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დღეიდან ქეთევან დედოფლის გამზირზე, ავლაბრის მოედნიდან თელავის ქუჩამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში მოძრაობა აღდგება - მერია

632cbaadef6c0
BM.GE
23.09.22 00:06
584
მერიის ინფორმაციით, 23 სექტემბრიდან ქეთევან დედოფლის გამზირზე, ავლაბრის მოედნიდან თელავის ქუჩამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში მოძრაობა აღდგება.

მათი ცნობით, სატრანსპორტო საშუალებები მოძრაობას, როგორც მარცხნივ მოხვევით, ისე თელავისა და ბოჭორმის ქუჩების მიმართულებით შეძლებენ.

"ისნის რაიონში, ქეთევან დედოფლის გამზირის რეაბილიტაცია დასასრულს უახლოვდება. ავლაბრის მოედნიდან თელავის ქუჩამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში ასფალტის საფარის ბოლო ფენები უკვე დაიგო. 23 სექტემბრიდან აღნიშნულ საგზაო მონაკვეთში სატრანსპორტო მოძრაობა აღდგება და გადაადგილება შესაძლებელი იქნება. შემდეგ სატრანსპორტო საშუალებები მოძრაობას შეძლებენ, როგორც მარცხნივ მოხვევით, ასევე, თელავისა და ბოჭორმის ქუჩების მიმართულებით.

სამუშაოებიდან გამომდინარე, საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის გადაადგილების სქემა იცვლება.

ავტობუსები: N305, N309, N325, N333, N393 და მიკროავტობუსები: N462, N472, N528, N534, N540 მეტროსადგურ „ისნის“ მიმდებარე ტერიტორიიდან ავლაბრის მოედნის მიმართულებით გადაადგილებისას, ლეხ კაჩინსკისა და ბოჭორმის ქუჩებით დაუკავშირდებიან ქეთევან დედოფლის გამზირს, ხოლო შემდეგ ავლაბრის მოედნიდან მოძრაობას დადგენილი სქემით განაგრძობენ. უკუმიმართულებისას, ავლაბრის მოედნიდან ქეთევან დედოფლის გამზირის გავლით, დაუკავშირდებიან ბოჭორმისა და ლეხ კაჩინსკის ქუჩებს, შემდეგ კი დადგენილი სქემით იმოძრავებენ.

N337 ავტობუსი ლეხ კაჩინსკის ქუჩიდან დაუკავშირდება ბოჭორმის ქუჩას, შემდეგ ქეთევან დედოფლის გამზირისა და ავლაბრის მოედნის გავლით, მოძრაობას დადგენილი სქემით განაგრძობს. უკუმიმართულებისას, ავტობუსი იხელმძღვანელებს ანალოგიური მარშრუტით", - წერია ინფორმაციაში.