მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დღეიდან ქრონიკული დაავადებების მქონე პენსიონერებს მედიკამენტებს "საქართველოს ფოსტა" დაურიგებს

5e787a5d15b2f
ინგა მურუსიძე
23.03.20 13:00
820
„საქართველოს ფოსტა“ ქრონიკული დაავადებების მქონე პენსიონერებისთვის მედიკამენტების დარიგებას იწყებს, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, მთავრობა ასევე მუშაობს ხანადაზმულებისთვის საკვები პროდუქტების მიწოდებაზე და სრულყოფილი გეგმა კვირის ბოლოსთვის ჩამოყალიბდება.

„ჩვენ გვაქვს სრული ნუსხა იმ ადამიანების, ვისაც ესაჭიროება კონკრეტული მედიკამენტების მიწოდება ქრონიკული დაავადებების სამკურნალოდ. მოლაპარაკებები დასრულებულია და დღეიდან ფოსტა დაიწყებს ამ ადამიანებთან კონტაქტზე გასვლას. ეს ჯაჭვი სრულყოფილად იქნება აწყობილი და მოქალაქეები მიიღებენ მედიკამენტებს. ჩვენ ასევე ვმუშაობთ საკვების მიწოდების ერთიან გეგმაზე და კვირის ბოლოს ეს ყველაფერი სრულყოფილად იქნება ამოქმედებული“, - განაცხადა ტიკარაძემ.