მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დღეიდან რეცეპტის გამოწერა მხოლოდ გენერიკული დასახელებით მოხდება

6252d866cbea5
BM.GE
11.04.22 09:00
838
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, "რეცეპტების რეფორმის" ფარგლებში 11 აპრილიდან ექიმები ვალდებულები იქნებიან მედიკამენტები მხოლოდ გენერიკული დასახელებით გამოწერონ.

ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, თავად აფთიაქებიც ვალდებულები იქნებიან მომხმარებელს, რომელიც მათთან გენერიკული რეცეპტით მივა, შესთავაზონ სამი ყველაზე დაბალი ღირებულების ალტერნატივა, საიდანაც თავად მოქალაქე გადაწყვეტს რომელი მწარმოებლის და რა ღირებულების მედიკამენტი შეიძინოს. ცვლილება მეორე ჯგუფის მედიკამენტებს შეეხება.

სამოქმედო გეგმა, ჯანდაცვის სამინისტრომ, კონკურენციის სააგენტოს რეკომენდაციების, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგების, ადგილობრივი და უცხოელი ექსპერტების ჩართულობითა და საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით შეიმუშავა.

11 აპრილიდან, ცვლილებები შეეხება ფსიქოტროპული მედიკამენტების გამოწერის წესსაც. ფორმა N2 რეცეპტი მატერიალური სახით (ქაღალდზე) აღარ გაიცემა და მისი გამოწერა მხოლოდ ელექტრონული ფორმით მოხდება,"- ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.