მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დღეიდან რუსეთიდან ხორბლის ექსპორტზე გადასახადი 84.9 დოლარამდე გაიზარდა

61b0ae907e07a
ვიქტორია მღებრიშვილი
08.12.21 22:10
1807
8 დეკემბრიდან რუსეთში ხორბლის საექსპორტო გადასახადი 80.8 დოლარიდან 84.9 დოლარამდე გაიზარდება. ინფორმაციას რუსული გამოცემები რუსეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათი ცნობით, ქერზე საბაჟო გადასახადი 68.3 დოლარიდან 75.1 დოლარამდე გაიზრდება, ხოლო სიმინდზე უცვლელად 54.3 დოლარი დარჩება. აღნიშნული გადასახადი ერთი კვირის განმავლობაში 15 დეკემბრამდე იმოქმედებს.

საექსპორტო გადასახადი მარცვლეულის საინდიკაციო ფასებით არის განპირობებული, რომელიც 1 ტონა ხორბალზე 321.3 დოლარს (1 კვირით ადრე 315.5 დოლარი), ქერზე - 292.3 დოლარს (1 კვირით ადრე 282.6 დოლარი), სიმინდზე კი 262.7 დოლარს (1 კვირით ადრე 262.7 დოლარი) შეადგენს.

ცნობისთვის, მარცვლეული კულტურების ექსპორტზე რუსეთმა მცურავი ბაჟი მიმდინარე წლის 2 ივნისიდან აამოქმედა, რაც ყოველკვირეულად მოსკოვის ბირჟაზე მარცვლეულზე დაწესებული ღირებულების საფუძველზე განისაზღვრება.

რუსეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროგნოზით, 2021-2022 წლის სოფლის მეურნეობის წლისთვის მარცვლეულის ექსპორტი 45-48 ტონას შეადგენს. გასულ წელს ეს მაჩვენებელი 49 ტონა იყო, საიდანაც 38.4 ტონა ხორბალი იყო.