მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დღეიდან, საჯარო სკოლებსა და საბავშვო ბაღებში საგაზაფხულო არდადეგები დაიწყო

5e5ca53087a8d
თელარა გელანტია
02.03.20 10:15
746
კორონავირუსის გამო, დღეიდან საჯარო სკოლებსა და საბავშვო ბაღებში საგაზაფხულო არდადეგები დაიწყო.

აღნიშნული გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ მიიღო, რომელსაც პრემიერი ხელმძღვანელობს. არდადეგები 16 მარტამდე გაგრძელდება.

მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, პროფილაქტიკის მიზნით, არდადეგების პერიოდში, მთელი საქართველოს მასშტაბით, სკოლებსა და ბაგა-ბაღებში დამატებითი სადეზინფექიო სამუშაოები ჩატარდება.