მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დღეიდან საკოორდინაციო საბჭოს სხდომები ვიდეოკონფერენციის რეჟიმში გაიმართება

5e8c3b3d221ba
თელარა გელანტია
07.04.20 12:34
1037
კორონავირუსთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო სხდომებს დღეიდან ვიდეოკონფერენციის რეჟიმში განაგრძობს.

როგორც bm.ge-ის მთავრობის ადმინისტრაციიდან აცნობეს, აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებულია ხალხმრავალი შეკრების თავიდან აცილების მიზნით.

"საბჭოს მუშაობაში მონაწილეობას მიიღებს მთავრობის ყველა შესაბამისი უწყება, საქართველოს პარლამენტი და პრეზიდენტის ადმინისტრაცია. სხდომის დასრულების შემდეგ, საბჭოს წევრების საინფორმაციო ბრიფინგები გაიმართება", - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.