18.მარტი .2020 09:00

დღეიდან სამარშრუტო ტაქსების მოძრაობა იკრძალება

views 268
უკან

დღეიდან სამარშრუტო ტაქსების მოძრაობა აიკრძალება. აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობამ გუშინ მიიღო.

პრემიერის თქმით, სამარშრუტო ტაქსები ვირუსის გავრცელების არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კერაა.

„დარჩება მერიის ტრანსპორტი, ისევე, როგორც მეტრო, მაგრამ, მათ დაევალათ და ექნებათ ვალდებულება, ყოველდღიურად მოახდინონ ტრანსპორტის დეზინფექცია, შესაბამისად, აქ ჩვენ რისკების მართვა უკეთ შეგვიძლია“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

რაც შეეხება იმას, რა ბედი ელით სამარშრუტო ტაქსების მძღოლებს, როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ განმარტა, მიმდინარეობს მოლაპარაკება „თბილისის მიკროავტობუსის“ მენეჯმენტთან, რათა არასამუშაო პერიოდში მიკროავტობუსების მძღოლები არ დარჩნენ მინიმალური შემოსავლის გარეშე. 

„ამ ეტაპზე, მიმდინარეობს მოლაპარაკება „თბილისის მიკროავტობუსის“ მენეჯმენტთან, რათა მათ მოახერხონ, რომ არასამუშაო პერიოდში მიკროავტობუსების მძღოლები არ დარჩნენ თავისი მინიმალური შემოსავლის გარეშე. რაც შეეხება მუნიციპალურ ტრანსპორტს, საზოგადოებამ იცის, რომ ყოველდღიურად ხდება თბილისის მეტროს და ავტობუსების დეზინფექცია და მაქსიმალურად არის დაცული ჰიგიენის ნორმები“, - განაცხადა კალაძემ. 

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა