მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დღეიდან სამშობლოში დაბრუნების მსურველი საქართველოს მოქალაქეებისთვის covid-წესი იცვლება

5f8ffdb6c3dc2
ინგა მურუსიძე
21.10.20 13:21
2975
დღეიდან, საქართველოს მოქალაქეები, სამშობლოში დაბრუნებისას სავალდებულო 8-დღიანი კარანტინისგან თავისუფლდებიან.

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, სწორედ დღეიდან შედის ძალაში წესი, რომლის თანახმადაც, საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც შემოვლენ ქვეყანაში, PCR ტესტის ფლობის შემთხვევაში, გადავლენ თვითიზოლაციაში, ნაცვლად კარანტინისა. 

მისივე თქმით, ეს წესი ნებისმიერი ქვეყნიდან შემოსულ საქართველოს მოქალაქეებს ეხება.

„ამ საკითხთან დაკავშირებითაც იყო გარკვეული სპეკულაციები და სიმართლე გახლავთ შემდეგი - ადამიანები, რომლებიც შემოვლენ PCR ტესტით და ეს ეხება ნებისმიერი ქვეყნიდან შემოსულ საქართველოს მოქალაქეს, აქ არ იგულისხმება მხოლოდ ის ქვეყნები, რომლებთანაც ნაცვალგების პრინციპის საფუძველზე გვაქვს ურთიერთობა, ნებისმიერი ქვეყნიდან შემოსული საქართველოს მოქალაქე, ვისაც ექნება ტესტი, წავა თვითიზოლაციაში, ნაცვლად კარანტინისა",  - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.