მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დღეიდან საქართველო ავიამიმოსვლას სრულად წყვეტს

5e75b1d6b3d0a
BM.GE
21.03.20 10:13
970
კორონავირუსის გავრცელების პრევენციის გამო დღეიდან საქართველოში ავიამიმოსვლა სრულად წყდება. შესაბამისი გადაწყვეტილება გუშინ  საკოორდინდაციო საბჭოს სხდომაზე მიიღეს. 

შესაბამისად, განხორციელდება მხოლოდ ის ავიარეისები, რომელიც წარმოებულია "საქართველოს ავიახაზების" მიერ და დაკოორდინირებულია საქართველოს მთავრობის მიერ.

"მინდა ხაზი გავუსვა, რომ ყველა მოქალაქე, რომელიც შემოდის საქართველოში, მიუხედავად იმისა, თუ საიდან მოემგზავრებიან, გადაინაცვლებენ საკარანტინო ზონაში და იქნებიან ექიმების დაკვირვების ქვეშ", - განაცხადა გუშინ პრემიერის მრჩეველმა ირაკლი ჩიქოვანმა.

"ჯორჯიან ეარვეისი" მთავრობის მიერ ფრენების შეჩერებასთან დაკავშირებით საგანგებო განცხადებას აკეთებს