25.ივლისი .2021 15:30

დღეიდან საქართველოს მოქალაქეებისთვის ბულგარეთის საზღვარი დაიკეტა

დღეიდან საქართველოს მოქალაქეებისთვის ბულგარეთის საზღვარი დაიკეტა
views 8180
უკან

ბულგარეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, დღეიდან საქართველოს მოქალაქეებს ბულგარეთში შესვლა აეკრძალათ - ამის შესახებ ინფორმაციას ბულგარეთში საქართველოს საელჩო ავრცელებს. დიპლომატიური წარმომადგენლობის ინფორმაციით, ამის მიზეზს საქართველოში COVID-19-ის გავრცელების ახალი ტალღა წარმოადგენს. 

"ბულგარეთის ჯანდაცვის მინისტრის 2021 წლის 24 ივლისის ბრძანების თანახმად, 26 ივლისიდან საქართველოს მოქალაქეები ვერ შეძლებენ ბულგარეთის ტერიტორიაზე შემოსვლას.

ბრძანება არ ეხება საქართველოდან მომავალ ბულგარეთის მოქალაქეებს, რეზიდენტებს და მათი ოჯახის წევრებს, რომელთაც ქვეყანაში შემოსასვლელად აუცილებლად უნდა წარადგინონ ბოლო 72 საათში გაკეთებული უარყოფითი PCR ტესტის პასუხი, მიუხედავად იმისა აქვთ თუ არა ჩატარებული ვაქცინაციის სრული კურსი,"- ნათქვამია განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა