მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დღეიდან საქართველოს სახელმწიფო საზღვრები ჩაიკეტა

5e70d24a730ee
თამთა ჯიჯავაძე
18.03.20 00:00
4749
კორონავირუსის ეპიდემიური გავრცელების გამო, საქართველო უცხოეთის მოქალაქეთათვის საზღვარს კეტავს. საზღვარი დღეიდან მომდევნო ორი კვირის განმავლობაში იქნება დახურული.

როგორც რამდენიმე დღის წინ საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა განაცხადა, შეზღუდვა არ გავრცელდება შემდეგ პირებზე:

საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიის წარმომადგენელი, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების წევრები და მათი ოჯახები;

შერეული ოჯახები, როდესაც ოჯახის ერთ-ერთი წევრი არის საქართველოს მოქალაქე ან საქართველოს მოქალაქე არის არასრულწლოვანი შვილი;

ჰუმანიტარული მისიით მომავალი პირები (თუ ასეთი მისია საქართველოში იქნება მოვლენილი);

სტატუს-ნეიტრალური დოკუმენტის მქონე პირები, ასევე საქართველოში ლტოლვილის სტატუსის მქონე უცხო ქვეყნის მოქალაქეები;

მინისტრის განცხადებით, ოფიციალური დელეგაციების წევრთა საზღვარზე შემოშვების საკითხები ყოველი კონკრეტული დელეგაციისთვის ინდივიდუალურად გადაწყდება.

შეზღუდვა საქართველოს ყველა სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე დღეს 00:00 წუთზე შევიდა ძალაში.