მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დღეიდან საქართველოში მხოლოდ კერძო ავტომობილები და ტაქსები იმოძრავებენ

5e8206f74b255
თელარა გელანტია
31.03.20 07:30
1090
მთავრობამ საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში ზომების მნიშვნელოვანი გამკაცრების გადაწყვეტილება მიიღო, რომელიც დღეს 08:00 საათიდან ამოქმედდება.

კერძოდ, 31 მარტიდან 21 აპრილის ჩათვლით, ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, თბილისის "მეტროპოლიტენით" გადაადგილება იკრძალება. აკრძალვა, როგორც თბილისის მუნიციპალიტეტის, ასევე, ქვეყნის დანარჩენ ტერიტორიაზე იმოქმედებს.

აღნიშნულ პერიოდში, დედაქალაქის მასშტაბით, ისევე, როგორც მთელს საქართველოში გადაადგილება დასაშვები იქნება მხოლოდ მსუბუქი ავტომობილით, მათ შორის ტაქსით, იმ შემთხვევაში, თუ ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები სრულად იქნება გათვალისწინებული ანუ ავტომანქანაში, მძღოლის ჩათვლით, უნდა მოთავსდეს მხოლოდ სამი ადამიანი. მათგან ორი ადამიანი, უნდა მოთავსდეს ავტომანქანის უკანა სავარძელზე, გარკვეული დისტანციის დაცვით.