მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დღეიდან საქართველოში ყოველდღე 1000 PCR ტესტი ჩატარდება - მინისტრი

5eaaadc45d561
ინგა მურუსიძე
30.04.20 14:54
924
დღეიდან, საქართველოში ყოველდღე 1000 PCR -ტესტი ჩატარდება, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

„საქართველოს, დღესდღეობით, გააჩნია ერთ-ერთი წამყვანი პოზიცია იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ვახერხებთ დაავადების გავრცელების შეკავებას, ხოლო დადასტურების შემთხვევაში - მის მკურნალობას. აქედან გამომდინარე, ჩვენ არ მივიჩნევთ, რომ ხარვეზია ჩვენი მხრიდან განხორციელებული მიზნობრივი ტესტირება. მნიშვნელოვან როლს ვანიჭებთ, რომ ჩვენი ეპიდემილოგების მხრიდან საუკეთესოდ ხდება იმ ჯაჭვის ამოცნობა, საიდანაც გავრცელდა ვირუსი. დღევანდელი მსჯელობის შედეგად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დღიურ რეჟიმში ქვეყანაში ჩატარდება 1000 PCR-ტესტი, ამის საშუალება არის და ტესტირება ჩატარდება იმ რისკ-ჯგუფებში და იმ გაიდლაინის მიხედვით, რომელიც დღეს დამტკიცდება საბჭოს მხრიდან“, - განაცხადა ტიკარაძემ.

მისივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე საქართველოში მობილიზებულია 29 კლინიკა, რომელიც აღჭურვილია როგორც ტექნიკურად, ისე ყველაფრით, რაც ესაჭიროებათ კოვიდ ინფექციის მართვისთვის.