11.მაისი .2020 10:20

დღეიდან, საქართველოში ყველა სახის მაღაზია იხსნება, გარდა - ტანსაცმლისა და ფეხსაცმლისა

views 385
უკან

დღეიდან, კორონავირუსის პანდემიის ფარგლებში ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობით გათვალისწინებული შეზღუდვების ნაწილი, რომელიც გადაადგილების, ასევე ეკონომიკური საქმიანობის შეზღუდვას ეხება, იხსნება.

კერძოდ, დღეს გაიხსნება ყველა სახის წარმოება, ყველა სახის საცალო და საბითუმო მაღაზია, რომელსაც აქვს შესასვლელი ქუჩიდან და რომელიც არ ვაჭრობს ტანსაცმლით და ფეხსაცმლით.

„შეზღუდვის მოხსნა სავაჭრო ცენტრებზე ამ ეტაპზე არ ვრცელდება”, - აცხადებს პრემიერ-მინისტრი.

ამასთან, დღეიდან სრულად იხსნება თბილისში მიმოსვლა, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ მოიხსნება კომენდანტის საათი.
არსებული გეგმის მიხედვით, 14 მაისიდან სრულად გაიხსნება მიმოსვლა რუსთავსა და გარდაბანში, 18 მაისიდან კი სრულად გაიხსნება მარნეული.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი 21 მარტს დაწესდა და ის ძალაში 22 მაისამდეა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა