24.მარტი .2020 10:04

დღეიდან საქართველოში ყველა სახის საქალაქთაშორისო ტრანსპორტით მოძრაობა აიკრძალა

views 546
უკან

დღეიდან საქართველოში ყველა სახის საქალაქთაშორისო ტრანსპორტით მოძრაობა აიკრძალა.

გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობამ გუშინ, უწყებათშორის საკოოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიიღო.

"საქართველოში საქალაქთაშორისო ტრანსპორტი იზღუდება, ქვეყანა გადავიდა შიდა გავრცელების ეტაპზე და ჩვენ მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ შევაჩერით შიდა გადაცემის პროცესი. ვზღუდავთ ყველა სახის ტრანსპორტს, მათ შორის მატარებელის მიერ მოქალაქეების გადაყვანას”, - განაცხადა პრემიერის მრჩეველმა ირაკლი ჩიქოვანმა.