მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დღეიდან სავაჭრო მოლები ისევ იკეტება

5ff0aa0a82401
თელარა გელანტია
03.01.21 00:00
1575
დღეიდან სავაჭრო მოლები და ცენტრები ისევ იხურება.

საქმე იმაშია, რომ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 24 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით, დიდ ქალაქებში - თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, ბათუმში, გორში, ზუგდიდში, ფოთსა და თელავში სავაჭრო ცენტრები/მოლები გარკვეული შეზღუდვებით გაიხსნა.

არსებული ინფორმაციით, 16 იავნრიდან 31 იანვრამდე სავაჭრო ობიექტების და ღია და დახურული ბაზრობების მუშაობა შაბათ-კვირის გარდა კვლავ აღდგება, თუმცა ეს არაა დაზუსტებული ინფორმაცია და რეგულაციების შერბილება ქვეყანაში ეპიდვითარებაზე და ინფიცირების დღიურ მაჩვენებლზეა დამოკიდებული.

ძალაში რჩება მუნიციპალური ტრანსპორტის შეზღუდვა თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, ბათუმში, გორში, ზუგდიდში, ფოთსა და თელავში; დაგეგმილია, რომ 16-დან 31 იანვრამდე აღდგება ტრანსპორტია მუშაობა, მაგრამ შაბათ-კვირის გარდა.

ასევე, ძალაში რჩება საქალაქთაშორისო ტრანსპორტის გადაადგილების შეზღუდვა მთელი ქვეყნის მასშტაბით. კერძო ავტომანქანებით გადაადგილება კვლავ იქნება ნებადართული;

ნარჩუნდება გადაადგილების შეზღუდვა მთელი ქვეყნის მასშტაბით 21:00 საათიდან 05:00 საათამდე, როგორც ქვეითად, ისე ავტომობილით; გამონაკლისი იქნება შობის ღამე - 6 იანვრის ღამე.