29.მაისი .2020 09:00

დღეიდან საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა მუშაობა განაახლა

views 342
უკან

დღეიდან საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა მუშაობა განაახლა. მგზავრებს გარკვეული შეზღუდვების გათვალისწინებით ემსახურება როგორც ავტობუსები, ისე მეტრო და ყვითელი მიკროავტობუსები.

ყვითელი მიკროავტობუსები მგზავრებს საკოორდინაციო საბჭოს მიერ დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით მოემსახურებიან. კერძოდ: აკრძალულია მგზავრის დაშვება მიკროავტობუსში დამცავი პირბადის გარეშე, ასევე აკრძალულია სატრანსპორტო საშუალებაში ფეხზე მდგომი მგზავრის აყვანა, აიკრძალა გაგრილების სისტემის ჩართვა და ასევე, სავალდებულოა, სატრანსპორტო საშუალების ღია ფანჯრებით გადაადგილება.

რაც შეეხება ავტობუსებსა და მეტროს, აქ მგზავრებს სავალდებულოდ მოეთხოვებათ დამცავი პირბადით გადაადგილდნენ. ეპიდემიოლოგების მითითებით კონდიცირება დროებით არც ავტობუსებში იმუშავებს. 

შეგახსენებთ: კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საქართველოში 21 მარტიდან საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. 31 მარტიდან კი ე.წ. კომენდანტის საათი დაწესდა, მუშაობა შეაჩერა საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა