01.სექტემბერი .2019 10:39

დღეიდან “შრომის უსაფრთხოების კანონი” ყველა ორგანიზაციაზე ვრცელდება

views 12190
უკან

საქართველოს ორგანული კანონი "შრომის უსაფრთხოების შესახებ" 1 სექტემბრიდან ვრცელდება ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელ ყველა ორგანიზაციაზე, მათ შორის, საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს შრომის კოდექსი“ და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით მოწესრიგებულ შრომით ურთიერთობებზე.

დამსაქმებელი ვალდებულია შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვის მიზნით დანიშნოს ან მოიწვიოს შრომის უსაფრთხოების სერტიფიცირებული სპეციალისტი.

დამსაქმებელს, რომელსაც 20 ან ნაკლები დასაქმებული ჰყავს, შეუძლია პირადად შეასრულოს შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის პროფესიული მოვალეობები.

თუ დამსაქმებელს 20-დან 100-მდე დასაქმებული ჰყავს, იგი ვალდებულია ჰყავდეს არანაკლებ 1 შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი, ხოლო 100 ან მეტი დასაქმებულის ყოლის შემთხვევაში დამსაქმებელი ვალდებულია შექმნას შრომის უსაფრთხოების სამსახური არანაკლებ 2 შრომის უსაფრთხოების სპეციალისტით. შრომის უსაფრთხოების სპეციალისტს აუციელებელია ქონდეს გავლილი შესაბამისი აკრედიტებული პროგრამა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა