მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დღეიდან, SkyUp Airlines-ი ხარკოვი-თბილისი-ხარკოვის მიმართულებით ფრენებს იწყებს

5db6e10b51ad2
თელარა გელანტია
29.10.19 09:45
1512
უკრაინული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია "SkyUp Airlines", რომელიც საქართველოს საავიაციო ბაზარზე შარშან შემოვიდა, ახალ მიმართულებას ამატებს.

ხარკოვი-თბილისი-ხარკოვის საჰაერო ხაზზე რეგულარული რეისები დღეიდან, კვირაში ორი სიხშირით, ყოველ სამშაბათსა და პარასკევს შესრულდება.

ავიარეისები ზამთრის სანავიგაციო სეზონის ბოლომდე, Boeing B737-ის ტიპის საჰაერო ხომალდებით განხორციელდება.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, ავიაკომპანია "SkyUp Airlines"-ს რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელების ნებართვა 2019 წლის 24 ოქტომბერს მიენიჭა.