მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დღეიდან თბილისი-სენაკი-ლესელიძის გზის სურამის მონაკვეთზე მოძრაობა შეიზღუდება

5f3a1c4e6f97a
BM.GE
17.08.20 10:20
5984
აღმოსავლეთ-დასავლეთის E-60 ავტომაგისტრალის შემადგენელი ზემო ოსიაური-ჩუმათელეთის მონაკვეთის ქ. ხაშურის შემოვლითი საავტომობილო გზის დასრულებისათვის საჭიროა საერთაშორისო მნიშნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 135-ე კმ-ზე მშენებარე სურამის სატრანსპორტო კვანძზე, გზის სავალ ნაწილზე ასფალტ-ბეტონის საფარის დაგება, რის გამოც, ზემოაღნიშნული საავტომობილო გზის კმ132-კმ137 მონაკვეთზე, 2020 წლის 17 აგვისტოს 23:00 სთ-დან 18 აგვისტოს 07:00 სთ-მდე და 18 აგვისტოს 23:00 სთ-დან 19 აგვისტოს 07:00 სთ-მდე, იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ხოლო დღე-ღამის დანარჩენ პერიოდში ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

ამის შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტი იტყობინება. 

ჩაკეტვის პერიოდში, აღმოსავლეთიდან დასავლეთის მიმართულებით მოძრავი მსუბუქი ავტოტრანსპორტი გადაადგილდება საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 132-ე კმ-დან დაბა სურამში რუსთაველის ქუჩის გავლით 137-ე კმ-მდე. დასავლეთიდან აღმოსავლეთის მიმართულებით მოძრავი მსუბუქი ავტოტრანსპორტი გადაადგილდება საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 137 -ე კმ-დან დაბა სურამში რუსთაველის ქუჩის გავლით 132-ე კმ-მდე.

ჩაკეტვის პერიოდში, მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.
აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.