18.მარტი .2020 09:45

დღეიდან თბილისის ავტობუსებში მომსახურების წესები იცვლება

views 712
უკან

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, კორონავირუსის გავრცელების მაქსიმალურად შეზღუდვის გამო, დღეიდან სამარშრუტო ტაქსების მოძრაობა იკრძალება და თბილისში მხოლოდ საზოგადოებრივი ტრანსპორტი და მეტრო იმუშავებს.

თბილისის მერის თქმით, დღეიდან თბილისის ავტობუსებში გარკვეული მომსახურების წესები შეიცვლება.

„მოხდება მძღოლის სივრცის იზოლირება ავტობუსის დანარჩენი ნაწილისგან და უსაფრთხოების დისტანციის დაცვა. მოქალაქეები ისარგებლებენ ავტობუსის მხოლოდ ორი უკანა კარით და მძღოლთან უშუალო შეხებაში აღარ იქნებიან. ეს აუცილებელი ღონისძიებაა, ავტობუსის მძღოლების უსაფრთხოების დაცვისთვის და შესაბამისად მგზავრების უსაფრთხო მომსახურებისთვის”, - განაცხადა კალაძემ.