მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დღეიდან თბილისის სკოლებში სწავლა კლასებში განახლდება

6029043c1d15d
თამთა ჯიჯავაძე
15.02.21 09:00
842
დღეიდან თბილისის სკოლებში სწავლა კლასებში განახლდება. როგორც საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო აცხადებს, სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით, საქართველოს ყველა საჯარო სკოლა აღჭურვილია ვირუსის პრევენციისთვის საჭირო რესურსებით. შესაბამისი მარაგები სკოლებს საკმარისად აქვთ მთელი სასწავლო წლისათვის.

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში დარიგდა სადეზინფექციო ხსნარები, თერმოსკრინინგის აპარატები, დეზობარიერები. სკოლებში მოწესრიგებული და გამართულია სველი წერტილები, ზედმიწევნით არის დაცული სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები, შესრულებულია სამინისტროს ყველა რეკომენდაცია.

სამინისტროს მიერ შემუშავებული რეკომენდაციების, სასწავლო პროცესის ორგანიზებისა და სკოლაში არსებული სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების შესახებ მშობლების ინფორმირებას სკოლები ინტენსიურად უზრუნველყოფენ.

"პანდემიის პირობებში სასწავლო პროცესთან დაკავშირებით სახელმწიფოს მხრიდან მიღებული ყოველი გადაწყვეტილება, მათ შორის წერტილოვანი შეზღუდვების შესახებ, სწორედ ამ გარემოებების გათვალისწინებით არის მიღებული", - აღნიშნულია განათლების სამინისტროს მიერ გავრცელებულ პრეს-რელიზში.