მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დღეიდან თბილისში 8-მეტრიანი ავტობუსები ივლიან - მარშრუტები

5e2846a1c57eb
თელარა გელანტია
23.01.20 09:00
1053
"ისუზუს“ მარკის 8-მეტრიანი ავტობუსები დღეიდან მგზავრებს დამატებით 4 მარშრუტზე მოემსახურება.

თბილისის მერიის ინფორმაციით, ეს ხაზებია : N17 - გადასასვლელი ხიდი - მუხიანის მე-4 მიკრო რაიონი; N27 - სადგურის მოედანი - ვაშლიჯვრის დასახლება; „ღრმაღელე“; N62 - სადგურის მოედანი - ზღვის უბნის დასახლება; N73 - მეტროსადგური „ახმეტელის თეატრი“ - გლდანულა; 27 იანვრიდან კი, ახალი ავტობუსები შემდეგ 4 სამარშრუტო ხაზზე გავლენ: N40 - ვარკეთილის მეურნეობა - ისანი; N45 - მეტროსადგური „ახმეტელის თეატრი“ - სოფელი გლდანი; N60 - გადასასვლელი ხიდი - მეტროსადგური „ღრმაღელე“; N99 - მეტროსადგური „დელისი“ - ნუცუბიძის მე-4 მიკრორაიონი.

ცნობისთვის, ავტობუსების ახალი 40 შემადგენლობა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ საზოგადოებას 21 იანვარს წარუდგინა.

მუნიციპალური ავტოპარკის განახლების პროექტის ფარგლებში, თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ 2019 წელს 220 ერთეული ISUZU-სა და 90 ერთეული MAN-ის მარკის ავტობუსები შეისყიდა. მუნიციპალური ავტოპარკის განახლება წელსაც აქტიურად გაგრძელდება და სრულად ჩანაცვლდება ბოგდანის მარკის ძველი ავტობუსები.