მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დღეიდან ტრამპი "მწვანე ბარათით" იმიგრაციასაც დროებით აჩერებს

5e9ff54ade7bb
BM.GE
22.04.20 12:10
2457
ამერიკის შეერთებული შტატები 60 დღით "მწვანე ბარათით" იმიგრაციასაც შეაჩერებს. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში გამართულ ყოველდღიურ ბრიფინგზე განაცხადა. ინფორმაციას NBC-ი ავრცელებს.

როგორც ტრამპმა აღნიშნა, ქვეყანაში ეკონომიკური პირობების გათვალისწინებით იქნება მიღებული გადაწყვეტილება იმიგრაციის შეჩერების განკარგულების გახანგრძლივების, ან ცვლილების შესახებ.

მისი თქმით, აკრძალვა აშშ-ში მუდმივი ბინადრობის – "მწვანე ბარათის" მოპოვების მსურველებზე გავრცელდება, თუმცა დაშვებული იქნება გარკვეული გამონაკლისები. აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, იმიგრაციის შეჩერების განკარგულება დღეს გამოქვეყნდება.

ტრამპის განმარტებით, იმიგრაციის შეჩერებით მისი ადმინისტრაცია დასაქმების მსურველთა რიგში, პირველ ადგილზე უმუშევარ ამერიკელებს დააყენებს. აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, მთავრობა დაიცავს ამერიკელ მუშებს.

"ჩვენ უპირველეს ყოვლისა, ამერიკელ მუშებზე უნდა ვიზრუნოთ", – აღნიშნა ტრამპმა.

აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, იმიგრაციის შეჩერებით ქვეყანა სასიცოცხლო მნიშვნელობის სამედიცინო რესურსებს ამერიკელებისთვის დაზოგავს.

ყოველწლიურად დაახლოებით ერთი მილიონი "მწვანე ბარათი" თამაშდება, რაც იმიგრანტს აშშ-ში ლეგალურად ცხოვრებისა და მოქალაქეობის მოპოვების შესაძლებლობას ანიჭებს.