მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დღეიდან უელსი და შოტლანდია კოვიდ-შეზღუდვებს ამსუბუქებს

6086a2d24fe3d
ნათია თაქთაქიშვილი
26.04.21 20:50
817
დღეიდან უელსი და შოტლანდია კორონავირუსის გამო დაწესებულ შეზღუდვებს ამსუბუქებს, რადგან ქვეყანაში ვაქცინაციის ტემპმა ნელ-ნელა მოიმატა. ამის შესახებ CNN-ი წერს.

26 მაისიდან ქვეყნის მოსახლეობა ნაწილობრივ ჯგუფური თავშეყრების გამართვას გარე სივრცეში შეძლებს, ასევე 6-მდე სხვადასხვა ოჯახის წარმომადგენელებს რესტორანსა და კაფეში შეხვედრის შესაძლებლობა ექნებათ, თუმცა ალკოჰოლის მოხმარება ნებადართულია მხოლოდ გარე სივრცეში.

შოტლანდიაში და უელსში გაიხსნება მეორადი საჭიროების ნივთების მაღაზიები, ასევე სავარჯიშო დარბაზები, ბიბლიოთეკები, რაც ამ დრომდე დახურული იყო. ნებადართული იქნება ჯვრისწერის და დაკრძალვის ცერემონიების გამართვაც 30-მდე პირის დასწრებით.

რაც შეეხება ირლანდიას, მეორადი აუცილებლობის ბიზნესები ფუნქციონირებას 30 აპრილიდან განაახლებენ, თუმცა ქვეყანაში უკვე ღიაა სილამაზის სალონები.

გამოცემა წერს, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ერთი დოზა შოტლანდიის ზრდასრული მოსახლეობის დაახლოებით 60%-ს აქვს მიღებული, ხოლო უელსის მოსახლეობის დაახლოებით 50%-ს.