მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დღეიდან უნგრეთმა საგანგებო მდგომარეობა ხელახლა გამოაცხადა

5fa288d2006e3
ნათია თაქთაქიშვილი
04.11.20 15:17
814
უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის განცხადებით, დღეიდან ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდება - მიზანი ქვეყანაში კორონავირუსის გაზრდილი ინფიცრების რაოდენობის პრევენციაა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.

ვიქტორ ორბანი აცხადებს, რომ ქვეყანაში დაიხურება ღამის კლუბები და დაწესდება მკაცრი კონტროლი კინო-თეატრებსა და სპორტულ ღონისძიებებზე. პრემიერის თქმითვე, მოქალაქეებმა პროტოკოლით გათვალისწინებული რეგულაციები უნდა შეასრულონ, მათ შორის ნიღბის ტარება და სოციალური დისტანცირების ნორმების დაცვა.

ორბანი აცხადებს, რომ რეგულაციების შესრულების საკითხს პოლიცია გააკონტროლებს და დაუმორჩილებლობის შემთხვევაში მოქალაქეები დაჯარიმდებიან.

ასევე, ორბანი აღნიშნავს, რომ გაიზრდება მუნიციპალური ტრანსპორტის რაოდენობა, ქალაქში გადაადგილება თავისუფლად გადაადგილება შესაძლებელი იყოს.