მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დღეის მდგომარეობით საპენსიო აქტივების ღირებულება 3.5 მლრდ ლარია - სააგენტო

648303f80963f
მარიამ ვარადაშვილი
09.06.23 15:03
448
საპენსიო სააგენტოს ინფორმაციით, 8 ივნისის მდგომარეობით მთლიანი საპენსიო აქტივების ღირებულება 3.5 მილიარდი ლარია, წმინდა ამონაგები, კი 584.5 მილიონ ლარს შეადგენს. საპენსიო სქემაში გაწევრიანებულ მონაწილეთა რაოდენობა 1.4 მლნ-ია. დღეისათვის, დაგროვებითი პენსიით ისარგებლა სხვადასხვა კატეგორიის 3,781 პირმა მათზე გაცემული თანხა კი 10,668,997.13 ლარს შეადგენს.

რაც შეეხება საინვესტიციო პორტფელის მოცულობას, მაისის ანგარიშის მიხედვით, საპენსიო ფონდის წმინდა ამონაგებმა ფონდის გაშვებიდან (2019 წლის 1 იანვარი) 46.1%, ხოლო რეალურმა ამონაგებმა [ინფლაციის გათვალისწინებით] იმავე პერიოდში 7.2% შეადგინა.

2023 წლის 31 მაისის მდგომარეობით, საინვესტიციო საქმიანობის შედეგად მიღებული წმინდა ამონაგები 556 მილიონი ლარია.