24.მარტი .2022 20:20

დღეის მდგომარეობით უკრაინის 349 მოქალაქე გვყავს სასტუმროში განთავსებული - ტურიზმის ადმინისტრაცია

დღეის მდგომარეობით უკრაინის 349 მოქალაქე გვყავს სასტუმროში განთავსებული - ტურიზმის ადმინისტრაცია
views 712
უკან

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, დღეის მდგომარეობით სახელმწიფოს სხვადასხვა სასტუმროში უკრაინის 349 მოქალაქე ჰყავს განთავსებული.

ადმინისტრაციის ცნობითვე, უკრაინის მოქალაქეები “ივერია ინნ-ში”, “იბის სტადიუმსა” და “კოპალა წყნეთში” ცხოვრობენ. “სახელმწიფოს მხრიდან ფინანსდება ცხოვრება, სამჯერადი კვება და საჭიროების შემთხვევაში ტრანსპორტირება”, - აცხადებენ ტურიზმის ადმინისტრაციაში.

აღსანიშნავია, რომ ეს ადამიანები ომის დაწყებამდე საქართველოში იმყოფებოდნენ და საომარი მოქმედების დაწყების გამო ქვეყანაში დაბრუნება ვერ შეძლეს. 

მას შემდეგ რაც რუსეთმა უკრაინაში ომი დაიწყო, უკრაინიდან ლტოლვილების რიცხვმა 3.5 მლნ-ს გადააჭარბა. მათი უმრავლესობა 2 მლნ-ზე მეტი ადამიანი პოლონეთში გადავიდა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა