02.მაისი .2020 15:11

დღეისათვის საქართველოში რეგისტრირებული 80 აგრარული ბაზრიდან 28 ფუნქციონირებს

views 320
უკან

სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის საქალაქო სამსახურის ინსპექტორებმა გლდანის აგრარული ბაზრის ფუნქციონირების განახლების მიზნით, ბაზრის ადმინისტრაციას და მოვაჭრეებს შესაბამისი რეკომენდაციები გააცნეს. სამუშაოების მიმდინარეობასა და არსებულ ვითარებას სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი ზურაბ ჩეკურაშვილი და სააგენტოს უფროსის მოადგილე ვასილ ბასილაძე გაეცნენ. ბაზრის ტერიტორიაზე დასუფთავების სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. ბაზრის ადმინისტრაცია გამოთქვამს მზადყოფნას, განახორციელოს შესაბამისი სამუშაოები, რათა ბაზარმა ხვალიდან განაახლოს ფუნქციონირება.

სეს-ის ინფორმაციით, 2 მაისის მონაცემებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით 28 აგრარული ბაზარი ფუნქციონირებს. ბაზრების გახსნის პროცესი ეტაპობრივად მიმდინარეობს. აგრარული ბაზრების მონიტორინგს და შესაბამისი რეკომენდაციების გაცნობას სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტორები მთელი ქვეყნის მასშტაბით ახორციელებენ.

 
შეგახსენებთ, მთავრობის გადაწყვეტილებით ღია აგრარული ბაზრობების გახსნა რეკომენდაციების გათვალისწინების შემთხვევაში 27 აპრილიდან გახდა შესაძლებელი.