მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დღეისათვის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ფრენებს 31 ავიაკომპანია ახორციელებს

60e19d4c5b77a
თელარა გელანტია
04.07.21 15:55
930
დღეისათვის თბილისის საერთასორისო აეროპორტში 31 ავიაკომპანია ფრენებს 34 მიმართულებით ახორციელებს.მათ რიცხვში გერმანული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Eurowings-ი, რომელმაც დუსელდორფი-თბილისის მიმართულებით პირველი პირდაპირი რეისი დღეს განახორციელა.

გერმანიიდან ჩამოსულ 171 მგზავრს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ეკონომიკის მინისტრი და მისი მოადგილე, გერმანიის სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, საავიაციო ხელისფულების წარმომადგენლები და “ტავ ჯორჯიას” ხელმძღვანელობა დახვდნენ.

ავიაკომპანია მგზავრებს, დუსელდორფი-თბილისი-დუსელდორფის მიმართულებით ყოველ კვირას, 21 ივლისიდან კი, ყოველ ოთხშაბათსა და კვირას მოემსახურება.

ზაფხულის სანავიგაcიო სეზონის ბოლომდე ავიაკომპანია ფრენებს Airbus 320 ტიპის საჰაერო ხომალდებით შეასრულებს.

გერმანიის მიმართულებით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ამ დროისთვის სამი ავიაკომპანია ფრენებს კვირაში 9 სიხშირით ასრულებს: Georgian Airways (Berlin); Lufthansa (Munich); Eurowings (Dusseldorf).