მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„დღეისთვის ეკონომიკა ჯანსაღია“ - ლეჟავა

63340eaa82f6d
ვიქტორია მღებრიშვილი
28.09.22 13:05
366
„თუ არ ჩავთვლით ინფლაციას, ეკონომიკის სხვა ყველა მიმართულებით ზრდა გვაქვს“ - ასე აფასებს სებ-ის ვიცე-პრეზიდენტი ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობას.

როგორც პაპუნა ლეჟავამ განმარტა, რუსეთ-უკრაინის ომი ეკონომიკური ზრდისთვის ერთ-ერთ ყველაზე მაღალ რისკად აღიქმება.

„დღეს ეკონომიკური მაჩვენებელი ნამდვილად ძლიერია, თუ არ ჩავთვლით ინფლაციას, სხვა ყველა მიმართულებით ზრდა გვაქვს - უმუშევრობა მცირდება, ეკონომიკური ზრდა თითქმის ორნიშნა მაჩვენებელზეა, შესაბამისად, დღეის მდგომარეობის ეკონომიკა ნამდვილად ჯანსაღ მდგომარეობაშია. როდესაც რისკებზე ვსაუბრობთ, ჩვენ მატერიალიზებული ფაქტები არ გვაქვს მხედველობაში, ვსაუბრობთ სამომავლოდ შესაძლო ფაქტებზე, რამაც შეიძლება ფინანსურ სექტორსა და ეკონომიკაზე უარყოფითი გავლენა იქონიოს. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთ-უკრაინის ომს საქართველოს ფინანსურ სექტორზე დიდი გავლენა არ მოუხდენია, ჩვენ ომს ერთ-ერთ ყველაზე მაღალ რისკად აღვიქვამთ, რადგან რუსეთის უკრაინაში შეჭრამ დიდი გაურკვევლობა გამოიწვია და ეს გაურკვევლობა დღესაც მაღალია', - განაცხადა პაპუნა ლეჟავამ.

მისი თქმით, ეკონომიკური ზრდა რამდენიმე ფაქტორით არის გამოწვეული. "ერთი, ეს არის პანდემიის დროს დაწესებული შეზღუდვების გაუქმება, რამაც ეკონომიკას ბუსტი მისცა; მეორე - წელს უკრაინაში რუსეთის შეჭრის შედეგად გაიზარდა როგორც გზავნილები, ასევე მიგრაცია რუსეთიდან, უკრაინიდან და ბელარუსიდან - ესეც გავლენას ჰპოვებს ეკონომიკაზე, თუმცა ეკონომიკის სხვა სექტორებს თუ გადავხედავთ იქაც არ გვაქვს ცუდი მდგომარეობა. ვერ გამოვყოფ კონკრეტულ სექტორს, რომელიც ეკონომიკის ზრდაზე განსაკუთრებით აისახება, ჯამურად ეკონომიკა ყველა სექტორში მეტნაკლებად იზრდება და საბანკო სექტორიც ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთი კონტრიბუტორია“, - განმარტა ლეჟავამ.