მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დღემდე, კორონავირუსით საზღვარგარეთ საქართველოს 13 მოქალაქე გარდაიცვალა, 45 ინფიცირებულია

5eb51be8a45fd
ინგა მურუსიძე
08.05.20 12:50
749
საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის განცხადებით, საზღვარგარეთ საქართველოს 13 მოქალაქე გარდაიცვალა კორონავირუსით, ხოლო 45 ინფიცირებულია. მისივე თქმით, ინფიცირებულთა შემთხვევაში უმეტესად სახეზეა დაავადების მსუბუქი ფორმა.

"მოგეხსენებათ, საზღვარგარეთ საქართველოს 13 მოქალაქე გარდაიცვალა. მინდა მივუსამძიმრო მათ ოჯახებს და გამოვთქვა მწუხარება იმის გამო, რომ მათი გადმოსვენების პროცედურები ძალიან გამკაცრდა და შეიცვალა, თუმცა ჩვენი უწყება მაქსიმალურად ეხმარებოდა გარდაცვლილთა ოჯახებს, ადგილზე სიტუაციის მოგვარებაში", - განაცხადა ზალკალიანმა.