21.აგვისტო .2019 11:11

დღეს, 14:00 საათზე დაბალბიუჯეტიან „რაინეართან“ ხელშეკრულება გაფორმდება

views 370
უკან

საქართველოში “რაინეარი“ შემოდის-ფრენები ქუთაისის და თბილისის აეროპორტიდან შესრულდება.

დღეს, 14:00 საათზე საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში ქართულ მხარესა და ირლანდიურ დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანია „რაინეარს" შორის ურთიერთთანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულება დღეს გაფორმდება.

ხელშეკრულებას ხელს მოაწერენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების" დირექტორი გიორგი ჩოგოვაძე და Ryanair-ის კომერციული დირექტორი დევიდ ო' ბრაიენი.

ხელმოწერას ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა დაესწრება.

„მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი და ცნობილი დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია საქართველოდან პირდაპირ ავიარეისებს ევროპის მიმართულებით როგორც ქუთაისის, ისეთი თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან შეასრულებს“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

როდიდან დაიწყება ფრენები, Bm.ge დეტალებს აზუსტებს.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა