02.სექტემბერი .2020 15:28

დღეს, 200-ლარი 200,000-მდე ბავშვს ჩაერიცხება - პრემიერის მრჩეველი

views 417
უკან

დღეის მდგომარეობით, 18 წლამდე ბავშვების დახმარების პროგრამის ფარგლებში, სადაც სახელმწიფო, 18 წლამდე ბავშვებისთვის გასცემს 200 ლარიან კომპენსაციას, დარეგისტრირდა 857 000 ბავშვის მონაცემი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში ბექა ლილუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, პრემიერის დავალებით, დღეიდან უკვე დაიწყო გაცემის პროცედურა და თითოეულ ამ ბავშვს, შესაბამის ანგარიშზე, რომელიც მისმა მშობელმა, მეურვემ, შესაბამის სისტემაში მიუთითა, 200 ლარიანი დახმარება ჩაერიცხება.

„პრემიერ-მინისტრის დავალებით, ეს პროცესი ერთი კვირის განმავლობაში გაგრძელდება და ერთი კვირის შემდეგ დასრულდება. დღეს უკვე ჩვენ ვრიცხავთ, დაახლოებით, 200 000 ბავშვის დახმარებას და ეს გაგრძელდება, როგორც უკვე აღვნიშნე, ამ კვირის განმავლობაში. აღნიშნული კომპენსაციები უნდა გაიცეს მანამდე, სანამ სასწავლო პროცესი დაიწყება.

სწორედ ამას უკავშირდება, პრემიერი მიერ გაცემული, ერთ კვირიანი დავალება. ეს მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მაქსიმალურად დავეხმაროთ ოჯახებს, დაიკმაყოფილონ ბავშვის სწავლის პროცესთან დაკავშირებული საჭიროებები. რეგისტრაციის პროცესი მიმდინარე წლის 1-ელ დეკემბრამდე გრძელდება. შესაბამისად, ვინც დამატებით, აღნიშნულ პერიოდამდე დაარეგისტრირებს ბავშვის მონაცემებს და კომპენსაციის მიღებას მოითხოვს, მასაც აუცილებლად ჩაერიცხება მომდევნო პერიოდის განმავლობაში“, - აღნიშნა ბექა ლილუაშვილმა.