მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დღეს, 21:00 საათიდან აღმაშენებლის ქუჩა დაიკეტება - შსს განცხადებას ავრცელებს

5da2f482c3159
თელარა გელანტია
13.10.19 13:53
2316
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი სვეტიცხოვლობის დღესასწაულთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელსაც bm.ge უცვლელად გთავაზობთ:

„შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი გაცნობებთ, რომ „სვეტიცხოვლობის“ დღესასწაულთან დაკავშირებით, საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით, ქალაქ მცხეთის გარკვეულ ქუჩებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა და პარკირება შეიზღუდება.

დღეს, 13 ოქტომბერს, 21:00 საათიდან, დაიკეტება დავით აღმაშენებლის ქუჩა;

14 ოქტომბერს მოძრაობა აიკრძალება მერაბ კოსტავას, მირიან მეფის და მიხეილ მამულაშვილის ქუჩებზე.

მცხეთის შემოსასვლელიდან ავტოტრანსპორტით გადაადგილება შესაძლებელი იქნება სპეციალური საშვებით.
მოძრაობა 15 ოქტომბერს, სადღესასწაულო ღონისძიებების დასრულებისთანავე სრულად აღდგება”, - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.