მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დღეს, 21:00 საათიდან გრიგოლ რობაქიძის გამზირზე მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება

5dd3d7ad2b1eb
თელარა გელანტია
19.11.19 20:00
871
დედაქალაქში საახალწლო განათებების სამონტაჟო სამუშაოებიდან გამომდინარე, დღეს 21:00 საათიდან 20 ნოემბრის 07:00 საათამდე, გრიგოლ რობაქიძის გამზირზე მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება.

ამის შესახებ თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

მისივე ინფორმაციით, დღესვე, 23:00 საათიდან 20 ნოემბრის 07:00 საათამდე, მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება ცოტნე დადიანის ქუჩაზე.

სამუშაოებს „თბილსერვის ჯგუფი“ ახორციელებს.