მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დღეს, 22:00 საათიდან გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა ისევ ძალაში შევა

5fba70b27f361
თელარა გელანტია
22.11.20 20:30
1240
გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა, რომელიც 22:00 საათიდან 05:00 საათამდე მოქმედებს, დღეიდან, ისევ ძალაშია.

საქმე იმაშია, რომ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის გამო, 20-21 ნოემბერს 22:00-05:00 საათებში გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა გამონაკლისის სახით გაუქმდა. დღეს, 22:00 საათიდან კი, ისევ ამოქმედდება.

შეგახსენებთ: საქართველოს მთავრობის დადგენილებით, 22:00-05:00 საათებში მოქალაქეებს როგორც - ქვეითად, ისე სატრანსპორტო საშუალებით, გადაადგილება ეკრძალებათ. შეზღუდვა მოქმედებს დიდ ქალაქებში - თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, რუსთავი, ზუგდიდი, გორი და ფოთი.