მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დღეს, 22:00 საათიდან გორის გვირაბში სენაკი-თბილისის მიმართულებაზე მოძრაობა შეიზღუდება

5fd76f40f2ebe
BM.GE
14.12.20 19:40
1448
საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 88-ე კმ-ზე მდებარე გორის საავტომობილო გვირაბში, დაგეგმილი პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, დღეს, 22:00 სთ-დან 00:00 სთ-მდე, გვირაბის სენაკი-თბილისის მიმართულებაზე იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

„ავტოტრანსპორტის მოძრაობა გადაერთვება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გორის გვირაბების შემოსავლელ საავტომობილო გზაზე. აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით“, - ნათქვამია გავრცელებულ რელიზში.