მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დღეს, 22:00 საათიდან თბილისის რიგ ქუჩებზე მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება

5dcaa795252dd
თელარა გელანტია
12.11.19 16:28
871
თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს, რომელსაც bm.ge უცვლელად გთავაზობთ:

„დედაქალაქში საახალწლო განათებების მონტაჟი გრძელდება. აღნიშნული სამუშაოებიდან გამომდინარე, დღეს 22:00 საათიდან 13 ნოემბრის 07:00 საათამდე, პეკინის გამზირზე მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება.

დღესვე, 23:00 საათიდან 13 ნოემბრის 07:00 საათამდე, მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება ცოტნე დადიანის, სესილია თაყაიშვილის, გიორგი ლეონიძისა და ჯავახეთის ქუჩებზე.

სამუშაოებს „თბილსერვის ჯგუფი“ ახორციელებს“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.