მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დღეს 23:00 საათიდან "კომენდანტის საათი" აღარ იმოქმედებს

60db7d9809a9d
თამთა ჯიჯავაძე
30.06.21 00:04
20795
დღეს 23:00 საათიდან ე.წ კომენდანტის საათი აღარ იმოქმედებს. ამის შესახებ, უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ მას შემდეგ განაცხადა, რაც საბჭომ დაახლოებით ერთი კვირის წინ 1 ივლისიდან "კომენდანტის საათის" გაუქმების გადაწყვეტილება მიიღო.

აღსანიშნავია, რომ დღეს, 30 ივნისს დილის 04:00-მდე გადაადგილებაზე შეზღუდვა შენარჩუნდება, შემდეგ კი მოიხსნება.

"ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური სიტუაცია განვითარდება ისე, რომ ჩვენ მომავალში არანაირი შეზღუდვების დაწესება არ დაგვჭირდება, თუმცა ნებისმიერი შეზღუდვა და რეგულაცია განპირობებულია არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარებით და დაფუძნებულია იმ ინფორმაციის ანალიზზე, რომელიც ჩვენთან ყოველდღიურად შემოდის", - განაცხადა გიორგი ღიბრაძემ გასულ კვირას.

ცნობისთვის, "კომენდანტის საათი" იხსნება, თუმცა ის დაწესებულებები, რომლებიც საზოგადოებრივ კვებასთან არიან დაკავშირებულები, მუშაობას 24 საათამდე შეძლებენ.