მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დღეს, აუდიტის სამსახური რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგის პლატფორმას პარლამენტს წარუდგენს

6283b16ebeddb
BM.GE
18.05.22 09:45
529
სახელმწიფო აუდიტის სამსახური აუდიტების საფუძველზე გაცემული რეკომენდაციების შესრულების პროცესზე ზედამხედველობის გაძლიერების მიზნით ელექტრონულ სისტემაზე (ARIS.SAO.GE) წვდომას პარლამენტს გადასცემს.

ელექტრონული პლატფორმის მეშვეობით პარლამენტს შესაძლებლობა აქვს, ზედამხედველობა გაუწიოს აუდიტის ყველა რეკომენდაციის, მათ შორის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის მიერ მიღებული გადაწყვეტილებებით გაცემული რეკომენდაციების შესრულების პროცესს და განახორციელოს შესაბამისი რეაგირებები.

ამ ეტაპზე სისტემაში ჩართულია შვიდი სამინისტრო და მათ დაქვემდებარებაში არსებული 30-მდე საბიუჯეტო ორგანიზაცია, სამი მუნიციპალიტეტი და ავტონომიური რესპუბლიკების საბიუჯეტო ორგანიზაციები.

სისტემაში ჩართულ უწყებებს შორისაა:

1. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
2. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო
3. იუსტიციის სამინისტრო
4. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
5. კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო
6. განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
7. ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო;

1. მარნეულის მუნიციპალიტეტი
2. ოზურგეთის მუნიციპალიტეტი
3. ქობულეთის მუნიციპალიტეტი

რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგის სისტემაში ატვირთულია 204 რეკომენდაცია 15 აუდიტის ანგარიშიდან, რომლებიც 2021-2022 წლებში ჩატარდა. რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგის ელექტრონული პლატფორმა სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა 2021 წლიდან დანერგა.